ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"პატიმრობის კოდექსი, პატიმართა უფლებები, სიახლეები და შედეგები"
26/09/2010


მედია ანონსი

26 სექტემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ნინო ელბაქიძე
893 617140

"პატიმრობის კოდექსი, პატიმართა უფლებები, სიახლეები და შედეგები"

არასამთავრობო ორგანიზაცია « კონსტიტუციის 42-ე მუხლის » ორგანიზებით 27 სექტემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო «თბილისი მერიოტში» (მის : რუსთაველის გამზირი #13) გაიხსნება მრგვალი მაგიდა: "პატიმრობის კოდექსი, პატიმართა უფლებები, სიახლეები და შედეგები"

მრგვალ მაგიდას გახსნის ორგანიზაცია « კონსტიტუციის 42-ე მუხლის» აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე.

შეხვედრაზე მოხსენებებს გააკეთებენ  «კონსტიტუციის 42 მუხლის», ციხის საერთაშორისო რეფორმის», «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის » ექსპერტები.  

შეხვედრას დაესწრებიან  პარლამენტის წევრები, დამოუკიდებელი ადვოკატები, სახალხო დამცველის,  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება იმართება  პროექტის "საზოგადოების მოთხოვნის გაზრდა უკეთეს კანონმდებლობაზე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ამერიკული ორგანიზაცია "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია, მოქმედ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური ნორმებისა და ხარვეზების გამოვლენითა და აღმოფხვრის გზით ქართული კანონმდებლობის დახვეწა,  დაზარალებულთა უფლებების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე.

წაკითხულია: 2509